კომპანია Akshaya Group საქართველოში Starbucks-ის ქსელის გაფართოებას გეგმავს. ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, ახალი ფილიალების გახსნის შესაძლებლობა განიხილება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

მისი თქმით, ერთ-ერთ შესაძლო ლოკაციად ბათუმი განიხილება, ასევე სხვა ქალაქებიც.

„უკვე მიმდინარეობს ლოკაციების შერჩევა, რაშიც ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული. მაღალი მოთხოვნის გამო, რომელიც Starbucks-ის გახსნას პირველივე დღიდან მოჰყვა, კომპანიას სურს, ახალი ფილიალები რაც შეიძლება სწრაფად გახსნას“, - განაცხადა სულაბერიძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“.