კომპანია Apple-მა თავისი ყველაზე იაფი ნოუთბუქი - MacBook Neo წარადგინა. მისი საწყისი ფასი 599 დოლარია, თუმცა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის სპეციალური ფასი - 499 დოლარი იმოქმედებს. შედარებისთვის: MacBook Air-ის ფასი 1099 დოლარიდან იწყება, ხოლო MacBook Pro-სი - 1699 დოლარიდან.
MacBook Neo ხელმისაწვდომია 4 ფერში: ვერცხლისფერი, ვარდისფერი, ციტრუსისფერი და ინდიგო. კომპანიამ წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, გაყიდვაში კი მოწყობილობა 11 მარტიდან გამოვა.
.png)
მანამდე Apple-მა ასევე წარადგინა ახალი „ბიუჯეტური“ iPhone 17e. მისი ფასი ასევე 599 დოლარიდან იწყება.