Reuters-ის ინფორმაციით, ტაილანდის ხელისუფლება 2050 წლამდე ნახევარგამტარების ინდუსტრიაში $79 მილიარდს ჩადებს.
მთავრობასთან არსებული საინვესტიციო ბორდის გადაწყვეტილებით, თანხების დიდი ნაწილი ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფორმით განვითარდება ინდუსტრია - ჩადებს თანხას ხელისუფლება დამოუკიდებლად და განავითარებს სუვერენულ ინფრასტრუქტურას, თუ მოიზიდავს საერთაშორისო ტექ-გიგანტებს, როგორიცაა TSMC, Nvidia და Broadcom-ი და მათთან ერთად, თანაინვესტირების ფორმით შეეცდება სექტორის გაძლიერებას.
შეგახსენებთ, ტაილანდი ელექტრომოწყობილობების წარმოების კუთხით აზიის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, რომლის ყოველწლიური ექსპორტის 25%-იც სწორედ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე მოდის. ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად მზარდია მოთხოვნა ნახევარგამტარების მიმართ, როგორც მოწყობილობების, რომლების გამოყენებითაც ხერხდება AI მოდელების განვითარებისთვის საჭირო ჩიპების შექმნა.