2023-2024 წლების სეზონზე რისკ-ჯგუფების გრიპის ვაქცინით აცრის მაჩვენებელი წინა ორ სეზონთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა, წინა ორ სეზონთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია პოსტპანდემიისას პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციით, საჭიროა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის მაჩვენებლის ზრდის მიზნით დაინერგოს შესაბამისი მექანიზმები, როგორც მოსახლეობის, ასევე სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული სეგმენტისა და რისკ-ჯგუფებისათვის; ამასთანავე, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში გათვალისწინებული იქნას ვაქცინის სათანადო რაოდენობით უზრუნველყოფა.
“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ყოველწლიურად უზრუნველყოფს 200,000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც რისკ-ჯგუფების სრულად მოცვისათვის არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში მაღალი ინფორმირებულობაა არსებული შესაძლებლობის შესახებ, დაბალია მოცვის მაჩვენებელი, მათ შორის, რისკ-ჯგუფებშიც და ასევე ჯანმრთელობის დაცვის პერსონალში, რომელთათვისაც ყოველწლიური ვაქცინაცია სავალდებულოა, რაც ხშირად გამოწვეულია სურვილის არ ქონით. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში უფრო მაღალი იყო შესყიდული გრიპის ვაქცინების ათვისების მაჩვენებელი, ვიდრე მას შემდეგ, 2023-2024 წლების სეზონზე 99%-იანი მაჩვენებელი შემცირდა 85%-მდე. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ცენტრმა გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის სარგებლიანობის მიმართულებით და სამინისტრომ უზრუნველყოს სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მოცვის მაჩვენებლის ზრდა”, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.