ვეტერანი ამერიკელი მსახიობი ვინსენტ პასტორე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პასტორე სერიალ The Sopranos-ში სალვატორე "Big Pussy" ბონპენსიეროს როლს ასრულებდა, ასევე მონაწილეობდა ფილმებში, როგორებიცაა Goodfellas, Night Falls on Manhattan და Gotti.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მოგვიანებით ეს მისმა მენეჯერმაც დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში, ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში იპოვეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს.

tabula.ge