სუპერმარკეტიდან საკვების ქურდობისთვის იტალიაში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. შემთხვევა რომში, სან პაოლოს რაიონში მდებარე სუოერმარკეტში მოხდა.

40 წლის მამაკაცმა თაროებიდან აღებული საკვები პროდუქტი ზურგჩანთაში დამალა, რა დროსაც ის მაღაზიის მენეჯერმა შენიშნა და მის შეჩერებას შეეცადა. მამაკაცი სუპერმარკეტიდან გაიქცა, თუმცა გარეთ გასული ის პოლიციამ დააკავა.  ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და სასამართლო პროცესამდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იქნება მოთავსებული.