ე.წ. რეფორმა, „ქართული ოცნება“ რომ რეფორმას ეძახის, სინამდვილეში არის განათლების დეფორმა, იმიტომ, რომ ის არ შეიცავს არანაირ პროგრესს, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, „ამ ე.წ. რეფორმით“ საერთაშორისო სტანდარტებთან, ყოველგვარი შესაბამისობა ისპობა, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს არათუ ევროპულ, არამედ დასავლური უნივერსიტეტის მოთხოვნებსაც,
„ე.წ. რეფორმა, „ქართული ოცნება“ რომ რეფორმას ეძახის, სინამდვილეში ის არის განათლების დეფორმა, იმიტომ, რომ ის არ შეიცავს არანაირ პროგრესს და ორიენტირებულია იმ შანსის მოსპობაზე, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს აქვთ და ჰქონდათ - მიეღოთ ხარისხიანი განათლება ქვეყნის შიგნით და შემდეგ ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ცოდნა გაეღრმავებინათ საზღვარგარეთ. რეალურად, ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს, ეს ე.წ. რეფორმა ეხება როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების მქონეს და საბოლოო ჯამში, განათლების სხვადასხვა ეტაპზე სამ წელიწადს „ქართული ოცნება“ ახალგაზრდას ჰპარავს. ისპობა ყველანაირი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, არამხოლოდ ევროპულ, არამედ დასავლური უნივერსიტეტის მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებს მათ მიერ მიღებული რეგულაციები, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ სურს ახალი ტიპის საზოგადოების მიღება, რომელსაც ტოვებენ ადამიანები, ტოვებს ახალგაზრდა თაობა მით უმეტეს, როცა გვაქვს ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა და საქართველოში იყვნენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებსაც არც შესაბამისი კომპეტენცია აქვთ და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ღირსეული სამსახური იპოვონ“, - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებას თსუ-სთან და ტსუ-სთან პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქცია მოჰყვა.