ყოველი ახალი წლიდან ბრენდები პრიორიტეტს ანიჭებენ საქმის ეფექტურად დაწყებას. არასწორმა გეგმამ შეიძლება ისინი უკან დახიოს და კონკურენტებს მისცეს უპირატესობა, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მათ იპოვონ სწორი მარკეტინგული არხები საკუთარი მიზნების მისაღწევად. 2026 წლის გზამკვლევის შექმნის საუკეთესო გზა არის იმ ტენდენციების გაანალიზება, რომლებმაც 2025 წლის ხარჯები განსაზღვრა.

ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე მთავარ საინვესტიციო ტენდენციას, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა, და იმას, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს ამ მიგნებების გამოყენება 2026 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისთვის (წყარო marketingdive).

სწორი არხის არჩევა

350-ზე მეტი ბრენდისა და 50 მილიარდ დოლარზე მეტი მარკეტინგული ინვესტიციის ანალიზის საფუძველზე, სხვადასხვა ინდუსტრიულ სეგმენტში, სოციალური მედია და სტრიმინგვიდეო მარკეტერებისთვის ღირებული არხები იქნება. განსაკუთრებით სტრიმინგვიდეო არის ერთ-ერთი მთავარი არხი, რომელიც 2026 წელს აუცილებლად შეინარჩუნებს და განავითარებს თავის თავს.

მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის, ინფლუენსერმარკეტინგისა და YouTube-ის, როგორც მთავარი საყურებელი პლატფორმის მზარდმა პოპულარობამ 2025 წელს მარკეტერები კიდევ უფრო აქტიურად ჩართო ამ არხებში. შედეგად, ორივე არხმა საერთო მედიახარჯვის 18% დაიკავა. 

მიუხედავად იმისა, რომ საძიებო სისტემებს ხარჯვის მხრივ საკმაოდ დიდი წილი ჰქონდათ, 2026 წელს მათი წილი შედარებით დასტაბილურდება. გენერაციული AI-ს ზრდა მარკეტერებს აიძულებს გადახედონ საძიებო სისტემებში ინვესტიციებს, რადგან ისინი მომხმარებლებთან მისასვლელად ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ბევრი მათგანი უკვე ერგება გენერაციულ AI-ზე დაფუძნებულ ძიებას. ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მარკეტინგული სააგენტოების ლიდერები უკვე ოპტიმიზირდებიან genAI ძიებაზე.

გარდა ამისა, ტრადიციული მედია, როგორიცაა ბეჭდური გამოცემები და რადიო, ასევე გარე რეკლამა და ღონისძიებებზე დაფუძნებული მარკეტინგული აქტივობები, 2026 წელს მოულოდნელ ზრდას აჩვენებს, რადგან ისინი ყველა არხს შორის ყველაზე ეფექტურ ROI-ს უზრუნველყოფს. 

შესაბამისად, მარკეტერებს ერთობლივად უნდა ჰქონდეთ ფოკუსი ტრადიციულ მედიაზე, სტრიმინგვიდეოსა და სოციალურ მედიაზე, რათა 2026 წელს ყველაზე მაღალი ROI მიიღონ. 

გაყიდვების ძაბრი ბრენდის ზომის მიხედვით

დიდმა ბრენდებმა ყურადღება ძირითადად გაყიდვების ძაბრის ზედა ეტაპზე უნდა გაამახვილონ, ხოლო მცირე ბრენდებმა – ქვედა ნაწილზე, თუმცა 2025 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ მცირე ბრენდებიც სულ უფრო მეტად გადაადგილდებიან ზედა ეტაპის ინვესტიციებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბრენდები კვლავ აქტიურად იყენებენ ძაბრის ქვედა ტაქტიკებს, განსაკუთრებით საძიებო სისტემებს, ბრენდის ცნობადობის ზრდამ და ზედა ეტაპზე ფოკუსმა უკვე აჩვენა ძლიერი შედეგები. ტელევიზია, სტრიმინგვიდეო და სოციალური მედია რჩება ყველაზე ეფექტურ ზედა ეტაპის არხებად.

რაც შეეხება რეკლამას, მისი სპეციალისტები წლის დასაწყისში ყოველთვის ზეწოლას გრძნობენ კომპანიებისგან, ამიტომ მათ შეუძლიათ იმ ტენდენციების გათვალისწინებით იმოქმედონ, რომლებიც გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა, სანამ დააკვირდებიან, როგორ განვითარდება მიმდინარე წელი.

სოციალური მედია და სტრიმინგვიდეო მნიშვნელობას იძენს, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დიდწილად უგულებელყოფილი იყო ტრადიციული მედია, როგორიცაა გარე რეკლამა, რადიო და ბეჭდური გამოცემები, ისინი კვლავ უზრუნველყოფს ძლიერ ROI-ს რეკლამის სპეციალისტებისთვის.

www.marketer.ge