საქართველოში მასწავლებელთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ მიწოდება მაინც ჭარბია - ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაში.
კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ მასწავლებელთა ასაკის გაახალგაზრდავების მიზნით, მთავრობამ პედაგოგთა საპენსიო სქემა დანერგა. პროგრამის მიხედვით პენსიაზე გასული მასწავლებელი მიიღებს 2 წლის ხელფასს. შედეგად, მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა 7.5%-ით 2022/23 წელს, 2018/19 სასწავლო წელთან შედარებით.
ზოგადი განათლების სექტორში კვლავ არის მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობა, მიუხედავად ბოლო წლებში შემცირებისა. შედეგად, მოსწავლე-მასწავლებლების ფარდობა შეადგენდა 9.7-ს 2020 წელს (10.2 2022 წელს), მაშინ როცა OECD-ის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 13.0-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ თითქმის სრულ დასწრებას მიაღწია სკოლებში, 95%-ზე მეტი ჩარიცხვის წმინდა მაჩვენებლით. სკოლის ასაკის მოსახლეობა მცირდებოდა 2013 წლამდე, მაგრამ მას შემდეგ აღმავალი ტენდენციაა, რაც გაუმჯობესებული დემოგრაფიული ტენდენციებით აიხსნება.
საქართველოში სკოლებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა 2022-23 წლების მონაცემებით. ჩვენ ველოდებით ზრდას 647.3 ათას მოსწავლემდე 2027/28 სასწავლო წლისთვის, რაც განპირობებულია ახალშობილთა რაოდენობის ზრდით 2014-18 წლებში.