საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება დაახლოებით 844 ლარი, ანუ თვეში 70 ლარია.

სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 121 512 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“ (25%), „ალდაგს“ (21%) და „ჯიპიაის“ (12%) აქვს.

ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2023 წლის 6 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 102.6 მლნ ლარის პრემიები მოიზიდეს.