არგენტინამ Colgate Total Active Prevention Clean Mint კბილის პასტის გამოყენება, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია აკრძალა. მიზეზი ადგილობრივების მიერ დასახელებული გვერდითი მოვლენები გახდა. მოსახლეობამ ჩივილებით ქვეყნის სურსათის, მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის ტექნოლოგიების სააგენტოს (ANMAT) მიმართეს.
კბილის პასტის წინააღმდეგ ჩივილები ქვეყნის სულ მცირე 19 მოქალაქემ დააფიქსირა. ANMAT-მა განაცხადა, რომ მომხმარებლებს ჰიგიენური საშუალების გამოყენების შემდეგ პირის ღრუში გაღიზიანება და ანთება, ბუშტუკები, წყლულები, წვა, შეშუპება და ტკივილი აღენიშნებოდათ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კბილის პასტა კოსმეტიკური პროდუქტია. შესაბამისად, მას გვერდითი მოვლენები არ უნდა ჰქონდეს.
Colgate Total Active Prevention Clean Mint-ის ბაზრიდან ამოღების გადაწყვეტილება სწორედ ქვეყნის სურსათის, მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის ტექნოლოგიების სააგენტომ მიიღო. სააგენტო ახლა დაკვირვებას აწარმოებს და არგენტინის მოსახლეობას მიმართავს, კბილის პასტის გამოყენების ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ მათ შეატყობინონ.