პრეზიდენტს ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად თორნიკე ნოზაძის კანდიდატურა წარედგინება.
მთავრობის შესაბამისი განკარგულება 18 ივლისით თარიღდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, თორნიკე ნოზაძე ამჟამად ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულია.