2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი კი გარდაიცვალა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში ბუნებრივმა მატებამ უარყოფითი 4 715 შეადგინა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. დედაქალაქში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას 424-ით გადააჭარბა, აჭარაში კი სხვაობამ 330 შეადგინა.
რეგიონებს შორის ყველაზე დიდი უარყოფითი ბუნებრივი მატება იმერეთში დაფიქსირდა — იქ გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 1 626-ით გადააჭარბა.
უარყოფითი მაჩვენებლით შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც სხვაობა 1 134 შეადგინა. კახეთში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობას 791-ით, შიდა ქართლში 582-ით, ხოლო გურიაში 384-ით აღემატებოდა.
ამავე პერიოდში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა.
საქსტატის განმარტებით, დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები 2027 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.