საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგო.

„დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipn.ge