თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე) მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. 40 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანის დაღუპვისთვის ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.