გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა მყინ­ვა­რე­ბის სწრაფ დნო­ბას იწ­ვევს, ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით მყინ­ვა­რი გაქ­რე­ბა. გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ, რა­ზეც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნი, პლა­ნე­ტა­ზე ე.წ. ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლის მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია. მსოფ­ლი­ოს მდი­ნა­რე­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა გა­და­უხ­ვია ნორ­მას: 34% უფრო შე­თხელ­და, 21% უფრო შე­ივ­სო.

  • მკვლე­ვა­რე­ბი, რო­გორც წესი, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ მსოფ­ლი­ოს ყი­ნუ­ლის გი­გან­ტე­ბის მა­სი­სა და ფარ­თო­ბის და­კარ­გვა­ზე, თუმ­ცა ახალ კვლე­ვა­ში მეც­ნი­ე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, და­ედ­გი­ნათ, თუ რამ­დე­ნი ცალ­კე­უ­ლი მყინ­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა დად­ნეს ყო­ველ­წლი­უ­რად.

მათი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მცი­რე ზო­მის ცალ­კე­უ­ლი მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბას შე­საძ­ლოა ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს ზღვის დო­ნის აწე­ვა­ზე, მათ­მა და­კარ­გვამ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნოს ტუ­რიზ­მი და ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რა.

"თი­თო­ე­უ­ლი მყინ­ვა­რის გაქ­რო­ბას შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლო­კა­ლუ­რი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს, მა­ში­ნაც კი, თუ მისი დნო­ბის წვლი­ლი მცი­რეა“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ცი­უ­რი­ხის ETH-ისა და ბრი­უ­სე­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვან ტრიხტმა.

  • დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლიო ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1000 მყინ­ვარს კარ­გავს, თუმ­ცა კვლე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეს ტემ­პი დაჩ­ქარ­დე­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რად გამ­ქრა­ლი მყინ­ვა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2041 წლის­თვის 2000-ს მი­აღ­წევს. ამ ტემ­პით, 2100 წლის­თვის პლა­ნე­ტის გარ­შე­მო 95 957 მყინ­ვა­რი დარ­ჩე­ბა, ანუ ნა­ხე­ვარ­ზე ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი.

თუმ­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია აფრ­თხი­ლებს, რომ მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დათ­ბო­ბა 1.5°C-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა 4°C-ით მო­ი­მა­ტებს, 2050-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად 4000-მდე მყინ­ვა­რი გაქ­რე­ბა.

ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც უპი­რა­ტე­სად მცი­რე ზო­მის მყინ­ვა­რე­ბია, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­პის ალ­პე­ბი და სუბტ­რო­პი­კუ­ლი ან­დე­ბი, მათი ნა­ხე­ვა­რი შე­საძ­ლოა ორ ათწლე­ულ­ში გაქ­რეს. მსოფ­ლი­ოს ისეთ ნა­წი­ლებ­ში კი, სა­დაც უფრო დიდი მყინ­ვა­რე­ბია, რო­გო­რი­ცაა გრენ­ლან­დია და ან­ტარ­ქტი­დის პე­რი­ფე­რია, მყინ­ვა­რე­ბის გაქ­რო­ბა სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მოხ­დე­ბა.

წყა­რო:

www.ambebi.ge