მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და 1/16 ფინალის ყველა წყვილი ცნობილია ⚽
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრების ვინაობა უკვე ცნობილია. 1/16 ფინალში გულშემატკივრებს არაერთი საინტერესო დაპირისპირება ელით, მათ შორის პორტუგალია, ხორვატიის წინააღმდეგ, ნიდერლანდები, მაროკოსთან, საფრანგეთი კი შვედეთს დაუპირისპირდება.
პლეი-ოფის ეტაპზე შეცდომის უფლება აღარ არსებობს, რადგან თითოეული მატჩი გადამწყვეტი იქნება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურნირი კიდევ უფრო დაძაბულ ფაზაში შედის და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ საუკეთესო ნაკრებები აგრძელებენ.