აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (UEA) ანალიტიკოსთა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველებს მავნე ჩვევის დაძლევაში ფულადი ჯილდოები ეხმარებათ. კვლევის თანახმად, მწეველებმა თამბაქოზე უარი მას შემდეგაც თქვეს, რაც მასტიმულირებელი ფაქტორი მოხსნეს.
ჯამში 48 კვლევა ჩატარდა, რომელშიც 21,900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ყოველი 100 ადამიანიდან, ვინც ფინანსურ წახალისებას იღებდა, 10 დიდი ალბათობით მოწევას თავს 6 თვის შემდეგ დაანებებდა.
„ახლა ჩვენ გვჯერა, რომ წახალისება უფრო ეფექტურია იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს, განსაკუთრებით ორსულ ქალებს, თავი დაანებონ მოწევას.“ - ამბობს კეიტლინ ნოტლი, ნორვიჩის მედიცინის სკოლის დამოკიდებულების მეცნიერებების პროფესორი.