ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდა რონალდინიო ბათუმშია. კომპანია „ორბის“ გენერალური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, ფეხბურთელი ბათუმში „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ახალი მაღალი კლასის დეველოპერულ პროექტ Cipriani Batumi-ში პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება.
ბიზნესმენმა „იმედის დღეში“ ბათუმში დაგეგმილ ახალ დეველოპერულ პროექტზე ისაუბრა, რომლის წარდგენაც დღეს მოხდება.
Cipriani Batumi-ს პროექტში სტუმარმასპინძლობის იტალიური ლუქს-სეგმენტის ბრენდი Cipriani შედის და ამ პროექტის წარდგენას კომპანიის გენერალური დირექტორი და გლობალური გაფართოების მიმართულებით ხელმძღვანელი ჯუზეპე ციპრიანი უმცროსი დაესწრება.
დეველოპერულ პროექტს „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ ერთობლივად ახორციელებენ.