რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ანგარიში, იოზვიაკის ცნობით, 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. მისი პოსტის თანახმად, დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კონტექსტშია შეფასებული.

ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების პაკეტი დღეს, დღეს, უნდა გამოქვეყნდეს. მასში ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და არსებული გამოწვევები იქნება შეფასებული. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დოკუმენტის ძირითად მიგნებებს წარადგენს.