სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო  კონტროლის  ფარგლებში.  ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით,  საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:

ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),  დამზადების თარიღი: 29.10.2025;

ხორცის ფარში - მწარმოებელი:   ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო), მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),  დამზადების თარიღი: 29.10.2025.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და  მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.