საქართველოში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება, ეს ვიზიტიც, სწორედ, ამას ემსახურება - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ჩინეთში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით.
„მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში, ეს არის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, ორ სახელმწიფოს შორის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით. იცით, რომ საქართველოში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ვიზიტი, სწორედ, ამას ემსახურება - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით - რევაზ სოხაძე
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან - ირაკლი კობახიძე
ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ- კაია კალასი
საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი- მარტა კოსი
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან - ლი ციანი
ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს, ლი ციანს შეხვდა