ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს. საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 3 უმსხვილესს ქალაქში: პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაში ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრება. პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებსა და სამზარეულოს ეცნობიან. მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.
ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
სუს-ი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელელი დეპუტატების ვიზიტი ტერორისტული საფრთხის გამო გაუქმდა კატეგორიულად უარყოფს
საქართველო არავის არ ესხმის თავს, საქართველო იცავს თავს უსამართლო დამოკიდებულებისგან. ეს უსამართლო დამოკიდებულება სამწუხაროდ არაერთხელ ვიხილეთ ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც ბრიუსელში არიან - მაკა ბოჭორიშვილი