იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, იტალია მუშაობს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ომის დაწყებიდან რიგით მე-12 იქნება.

როგორც კროზეტომ განმარტა, იტალიის პოზიცია უკრაინის მიმართ არ შეცვლილა.

„ჩვენ მოვამზადებთ ახალ პაკეტს, რომელსაც მალე წარვადგენ, სხვა პაკეტების მსგავსს“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარების საკითხზე საუბრისას კროზეტომ განაცხადა – „ჩვენ გავგზავნეთ ყველაფერი, რაც გვქონდა, იტალიის თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტების გარეშე, რომელიც ისედაც სუსტია“.

ცნობისთვის, იტალიამ უკრაინას ომის დაწყებიდან დახმარების 11 პაკეტი გაუგზავნა, რომელთა საერთო ღირებულება 2,5-დან სამ მილიარდ ევრომდეა.