თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფე "ლინვილის" ჭერი ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუის ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართებიც.

"ლინვილში ჭერისა და იატაკის ნაწილი ჩამონგრეულა. თანამშრომლებს და სტუმრებს გამოუსწრიათ - ნგრევის ხმაზე გამოცვივდნენ გარეთ. თუ ის ეგზოტიკური მხარე, რაც ლინვილის მახასიათებელი იყო (აყირავებული კიბეები, ხელშეუხებელი ინტერიერი და ხის დარაბები) რეალურად საფრთხეს წარმოადგენდა, რატომ მუშაობდა კაფე დღემდე ამ შენობაში? ვინაა პასუხისმგებელი? მაინცდამაინც უბედურება უნდა მომხდარიყო, რომ ყურადღება მიქცეოდა?" - წერს მოქალაქე სოც.ქსელში.