ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია.

მისი თქმით, ეს ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, იქნება ეს 20 წლის შემდეგ, თუ - ხვალ.

"კოვიდ19-ის პანდემია შესაძლოა ახლა შორეულ მოგონებად გეჩვენებათ, რომელიც კონფლიქტმა და გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შეფერხებებმა გადაფარეს, თუმცა მომდევნო პანდემია სიტუაციის ჩაწყნარებას არ დაელოდება.

კიდევ ერთი პანდემია, შესაძლოა, 20 ან მეტი წლის შემდეგ მოხდეს, ან ხვალვე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მოხდება და მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.