ტელეკომპანია "ფორმულას" მაწუყებლობა შეწყვეტილია - არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანიაა განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ხანძარი ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩნდა, "ფორმულას" ოფისი კი 17-ე სართულზეა, თუმცა ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.