აზოტის ქარხნის გაფიცული თანამშრომლის ინფრომაციით, ადმინისტრაცია რამდენიმე საათის წინ გააჩერა ჟანგბადის საამქრო, რაც მისი თქმით, საავადმყოფოებში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს.
ადმინისტრაციამ დაიწყო ადამიანის სიცოცხლით თამაში - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.
- მე-4 დღეა რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ისინი ქარხანასთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
"როგორც იცით კომპანია ,,ინდორამა რუსთავის აზოტი"-ს თანამშრომლები მე-4 დღეა გაფიცულები ვართ და ვითხოვთ შესაფერის ადამიანურ ანაზღაურებას.
ჩვენი პროტესტის დროს, არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი და საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით გავიფიცეთ., რაზეც ადმინისტრაციის მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და სასამართლოში გადაიტანდნენ დავას და ყველა გაფიცულ პირს თუ არა, კონკრეტული ადამიანებს მისცემდნენ პასუხისგებაში. რა თქმა უნდა ხალხი ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან გაფიცვა არის ჩვენი კანონიერი უფლება.
რუსთავის აზოტი როგორც მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი საავადმყოფოებისთვის ჟანგბადის და უამრავ ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს. ჩვენ, გაფიცული ადამიანები პირველი დღიდან ვამბობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს ჟანგბადის საამქროს მუშაობა, რადგან არ მოხდეს პაციენტების დაზარალება საავადმყოფოებში, რაც მათი სიცოცხლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი ვინც ამ საამქროში მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ შრომას.
დღეს მოხდა უკიდურესად ბოროტული განცხადება ადმინისტრაციის მიერ. მათი თქმით, თუ არ მოხდება მთლიანი ქარხნის გაშვება, გააჩერებენ ჟანგბადის წარმოებას, რაც გამოიწვევს საავადმყოფოების ჟანგბადის გარეშე დარჩენას. ადმინისტრაციამ დაიწყო ადამიანის სიცოცხლით თამაში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მათ რამდენიმე საათის წინ გააჩერეს ჟანგბადის საამქრო, რაც გამოიწვევს საავადმყოფოებში ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებას.
ეს არის მანიპულაცია და ულტიმატუმის დაყენება კანონიერად გაფიცული მუშების მიმართ. ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ადამიანების სიცოცხლით თამაში.
# გააზიარე # სოლიდარობამშრომელებს
ბაჩანა კაპანაძე
რუსთვის აზოტის გაფიცული თანამშრომელი" - წერს სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი მაღაროელი და ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომლის განცხადებას აქვეყნებს.