შემოსავლების სამსახურში აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, „ტვირთების გადაადგილება ყველა გამშვები პუნქტის მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება“ და „ამ შემთხვევას არკვევენ“.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანულმა გამოცემა Report-მა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დიპლომატური ნოტა გაიგზავნა.