2024 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ წლიურად 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო ნოემბერთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმების თრექერშია აღნიშნული.

გასული წლის დეკემბერში თვიურ ხელფასს 982 802 ადამიანი იღებდა.

დასაქმების თრექერის მიხედვით 2024 წლის დეკემბერში:

  • 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს 146 ათასი ადამიანი იღებდა, რაც ხელფასის მიმღებთა 11.3% იღებდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.0 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.
  • 600-დან 1 200 ლარამდე ხელფასს დაახლოებით, 206 ათასი ადამიანი იღებდა, თვიურად ხელფასის მიმღებთა საერთო რაოდენობის 20.9%-ია;
  • 1200-დან 2 400 ლარამდე თვიურად ხელფასს დაახლოებით 324 ათასი ადამიანი იღებდა, რაც თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობის 32.9%.
  • 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს დეკემბერში 44.5% ანუ 284 ათასი იღებდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია
  • 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 4.6% ანუ 45 209 ადამიანი იღებდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მომსახურების ანაზღაურებას იღებდნენ, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5%-ით შემცირდა.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე მომსახურების ანაზღაურებას, 42.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, თუმცა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ მომსახურების ანაზღაურებას, 24.4%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ მომსახურების ანაზღაურებას, 4.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.