საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ეხმაურება.

„ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქციული საუბრის ერთგულებას საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან. მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარა, გააუქმეთ „უცხო აგენტების კანონპროექტი“, დაიწყეთ დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან!
ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ შევხვდებით. მალე.“


პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას დაუკავშირდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვეს. პაპუაშვილის თქმით, მათ მომდევნო კვირაში ვიზიტი არ ურჩია, თუმცა რჩევა არ გაითვალისწინეს და მაინც ჩამოდიან. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავად მათთან შესახვედრად დრო არ ექნება