ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა X-ზე.

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას მის ევროკავშირის გზაზე!", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი X-ზე.