თბილისში არსებული ვითარება იყო განხილვის თემა ატლანტიკური საბჭოს და ევრაზია-ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ გზებზე, რომლითაც აშშ-ს შეუძლია მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ძალისხმევას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის შენარჩუნებაში.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ. მისი თქმით, საჭიროა უფრო გამბედავი ნაბიჯები ევროპისა და აშშ-გან და სანქციების სიაში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების შეყვანა.
"ჩვენ ახლა ვართ კრიტიკულ ხაზზე დემოკრატიასა და რუსეთს შორის. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ეს ჩვენი ბოლო შანსია და არავინ აპირებს დათმოს. ევროკავშირი არ არის ოცნება საქართველოსთვის, ჩვენ ვართ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და არა რუსი ოლიგარქის ბიძიან ივანიშვილის ქვეყანა, რომელიც თავისი მარიონეტებით ცდილობს შეცვალოს ქართველების მომავალი.
პუტინი ახლა საქართველოში ახალი სტრატეგიის გამოცდას ცდილობს. ის, რისი ხილვაც გვინდა ეს არის უფრო გამბედავი ნაბიჯები ევროპისა და აშშ-სგან. რადგან სანქციების ყველა სია, რომელშიც არ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის საკმარისი," - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
წყარო: მთავარი არხი