"ისტორიულად, ჩვენი გმირები სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელს გადიოდნენ, თუმცა როგორ უფასებდა ამ თავგანწირვას ქართველი ერი და ჩვენი სამშობლო, ესეც ყველამ ვიცით... უფალმა გააძლიეროს ის ადამიანი, ვინც სამშობლოსთვის თავს გადადებს," - წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი.
“დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ახლა დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ არავითარი საშუალება იმისა, რომ რაიმე სიტყვითაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს გამყარებული”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ოპოზიციას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, მათ ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ქართველ ხალხს უკავშირდება არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, სასაცილოც კი არის”- აღნიშნა გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ქართველი ხალხისთვის თვალსაჩინო გახდა, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფულისა და ფინანსების საპირწონედ შეიძლება სამშობლო, ქვეყანა, ოჯახი, მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი იყოს გაყიდული და გაცვლილი.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, არც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და არც მთლიანი გუნდი, არასდროს გადადგამენ ნაბიჯებს.
"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" გუნდმა მყარად ფეხზე დგომით უარი თქვა ომში ჩართვაზე და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება უფრო მეტად დავიწყეთ, იმ დღიდან მოყოლებული განსაკუთრებული მუქარა და შანტაჟი მიმდინარეობდა "ქართული ოცნების" გუნდის წევრების მიმართ და განსაკუთრებით ჩვენი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ამის მიუხედავად კიდევ შანტაჟისთვის იყენებდნენ სალაპარაკოდ კონკრეტული ძალები და თანამდებობის პირები, [რომ] დასანქცირება მოხდებოდა, ახლა ეს ყველაფერი განახორციელეს სიტყვიერად და ფურცელზეც გადაიტანეს. დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ არავითარი საშუალება იმისა, რომ რაიმე სიტყვითაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს გამყარებული. ქართველი ხალხისთვის თვალსაჩინო გახდა, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარი არის ფული, მთავარია ფინანსები და ამ ფულისა და ფინანსების საპირწონედ შეიძლება რომ სამშობლო, ქვეყანა, ოჯახი, ჩვენი მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი იყოს გაყიდული და გაცვლილი. მათ ჰგონიათ, რომ სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირი ჯაშუშები არიან და ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს, რაც კი ღირსეული არის ცვლიან ფულზე, ამ ძალებს ჰგონიათ, რომ ქართველები ყველანი ასეთები ვართ და განსაკუთრებით ასეთები არიან “ქართული ოცნების” გუნდში და საპატიო თავმჯდომარის სახით და ეშლებათ ძალიან. ვერ გაგვიცნეს, ვერ მივიდნენ იქამდე, რომ გაიგონ რა არის ქართველი კაცის და ქართველი ქალის ბუნება. თუ გაგვიცნობენ ეს ადამიანები ნახავენ, რომ ჩვენთვის არც ფულს აქვს მნიშვნელობა და არც პირად კეთილდღეობას და ჩვენ არც ქვეყნის ინტერესს, არც ხალხის ინტერესს და არც მომავალს არ ვცვლით არცერთ თეთრზე, არც მილიონზე, არც მილიარდზე და არც ნებისმიერ იმ თანხაზე, რომელიც ამ ადამიანებს შეიძლება წარმოედგინოთ.
შესაბამისად, ახლა წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ ეს სანქციები. მთავარი ის არის, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი და ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, არც ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და არც მთლიანი გუნდი, არასდროს გადავდგამთ ნაბიჯებს”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
"დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ პატიობენ,“ - წერს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქიცირება არის სამშობლოს სიყვარულისთვის პოლიტიკური დევნა.
"აშშ - ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი - საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური.
დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ პატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს!
როგორც ჩანს "გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის! “ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ბიძინა ივანიშვილისთვის თვისობრივად არაფერი იცვლება. თქვენ იცით რომ ფაქტობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო ფაქტობრივი სანქციების ქვეშ და ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე, რომ ამის მიზეზი იყო რუსეთ უკრაინის ომი და ბიძინა ივანიშვილი ისჯებოდა სწორედ მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე.
„თქვენ გახსოვთ მისი შეხვედრა ამერიკის ყოფილ ელჩთან, სადაც ასევე იყო საუბარი, რომ ამერიკა ასე ვთქვათ დაეხმარებოდა ერთგვარად საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, სამაგიეროდ უნდა ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა პროცესებში, მათ შორის რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებისთვის, მეორე ფრონტის გახსნაზე და რა თქმა უნდა მაშინაც, ახლაც და მომავალშიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე და როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიცია ამაზე მუდმივად ირონიულად საუბრობდა, თითქოს ასეთი პრობლემა ბუნებაში არ არსებობდა, თუმცა ფაქტია, რომ მანამდე არსებობდა ფაქტობრივი სანქციები. ახლა უკვე სამართლებრივად გაფორმდა ეს ყველაფერი. დადასტურდა თუ რისთვის ისჯებოდა ან ისჯება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება. თან იცით თქვენ, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, რომ მოესწროთ ეს 29 დეკემბრისთვის, რომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჰქონოდა სალაპარაკო, ან სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა ეს საკითხი მისი ვადის გასვლის შემდგომი პოლიტიკური მოვლენების განვითარებისთვის. ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენ ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ვისჯებით ამის გამო, მაგრამ ალბათ ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დავისაჯოთ, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეგვხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იმყოფებოდა დე ფაქტო სანქციების ქვეშ, ეს მისთვის, ჩვენი გუნდისთვის და საზოგადოებისთვის არახალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მან უსამართლო და პარადოქსული უწოდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.
„თვითონ თემა რაოდენ უსამართლოა, რაოდენ პარადოქსულია, საზოგადოებისთვის მიმინდვია ამის განსჯა. უბრალოდ სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებით, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და იძახის, რომ რუსული საქმის კეთების გამო. იმდენად უტიფრები არიან, იმდენად არაობიექტურად, ორმაგი და სამმაგი სტანდარტით არის ეს განცხადება გაკეთებული და იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ანგარიში, ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. უბრალოდ სასაცილოა, ტრაგიკომედიაა. არა უშავს, ეს არის წარმავალი ადმინისტრაცია.
ვინ აკეთებს კომენტარს, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომელ ოპოზიციაზეა საუბარი? ზელენსკი იხდის მადლობას ბატონი ბიძინას დასანქცირებისთვის. მადლობას უხდის ბაიდენის ადმინისტრაციას. ამ ყველაფრის შემდეგ, მაქსიმალურად ვიკავებდით თავს ამ ომში მყოფ ქვეყანაზე კომენტირებისგან, ამ მადლობის შემდეგ, თუ ვინმეს კიდევ ეჭვი უჩნდება, იმაზე რაზეც ჩვენ 2022 წლიდან ვსაუბრობდით და რისკენაც ჩვენს ქვეყანას უბიძგებდნენ მთელი ეს ლობისტთა ჯგუფი ევროკავშირში, ამერიკაში თუ აქ - ეს ჯაშუშები ქვეყნის შიგნით რომელიც მათ დაქვემდებარებაში მუშაობენ, და წარმოდგენა არ მაქვს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კიდევ თუ შეიძლება რაიმე კითხვები გაჩნდეს და კიდევ თუ შეიძლება ვინმეს რაიმე კონსპირაციის თეორია ეგონოს, ის თუ რეალურად რას გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, სად და რა გზაზე გავიარეთ და რა გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ზელენსკის თემას, ადამიანი, რომელიც მართავს მიწასთან გასწორებულ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მილიონობით დევნილი და ასიათასობით დაღუპული, ნობელის პრემიაზე წარადგინეს და ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართული და ეროვნული საქმე უკეთებია, ამ ადამიანს სანქციებს უწესებენ. დანარჩენის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ბიძინა ივანიშვილი უკვე, ფაქტობრივად, სამი წელია დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ამაზე მას არაერთხელ განუცხადებია და ჩვენი გუნდის მხრიდანაც ყოფილა ძალიან ბევრი განცხადება ამასთან დაკავშირებით, როდესაც მას შეუჩერეს წვდომა ორ მილიარდ დოლარზე და ფაქტობრივად მას ყველანაირი სასამართლო დავა აქვს მოგებული და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც ეს სანქციები ამ პერიოდს წამოეწია, რომ თითქოს ამ სანქციების მეშვეობით მას ხელი შეეშლება უკვე იმ ფულის აღებაში, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მან ის ფული უნდა მიიღოს კრედიტ სუისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭავარიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში და ის არის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი ქვეყანაში.
„ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში, ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის ძალიან ბევრ „ჰედლაინებს“ გადავაწყდი პრესაში, მათ შორის საერთაშორისო პრესაში, რომ თითქოს და ბიძინა ივანიშვილი იმიტომ არის დასანქცირებული, რომ იგი რაღაცა რუსულ გავლენებს ატარებს საქართველოში, მოდით ერთმა პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა, თუ ჩვენმა ოპონენტმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ერთი მაგალითი მაინც მოგვიყვანოს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ან ზოგადად „ქართული ოცნების“ შემთხვევაში რა გავაკეთეთ, ან რა გააკეთა ბატონმა ბიძინამ რუსული საქმე, ან რით გავზარდეთ, ან გაზარდა ბიძინა ივანიშვილმა რუსული გავლენები საქართველოში, ერთი მაგალითი მოგვიყვანონ ამასთან დაკავშირებით, ფიზიკურად ვერ მოიყვანენ და ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ, ჩვენ სტრასბურგშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი, ჰააგაშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი და სწორედ ჩვენი ძალისხმევის შედეგად რუსეთს დაერქვა ოკუპანტი და ყველანაირი საფრთხეები და ის ბრალდებები შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, რომ თითქოს ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ჩაიდინეს ომის დანაშაულები, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ გადავაზღვიეთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ მოვიგეთ ეს პროცესები“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს აქვს დროებითი ხასიათი და ის ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად დაიწყება ჯანსაღ გარემოში გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი.
„ეს სანქციები დროში უცნაურადაა დამთხვეული ერთი თვეც აღარ რჩება ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას, 20 იანვარს იქნება ინაუგურაცია, სადაც ბატონი ტრამპი დაიკავებს ოვალურ ოფისს და რაღაცებს ჩქარობენ, ჩქარობენ არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მსოფლიოსთან მიმართებაში. მაგალითად სულ რამდენიმე კვირის წინ მისცეს უკრაინას უფლება გამოეყენებინა ამერიკის შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე, რაზეც სამი წლის განმავლობაში თავს იკავებენ, ანუ ნებისმიერ ასპექტში ეს ადმინისტრაცია ძალიან სამწუხაროა, რომ იქცევა იმგვარად, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს უკვე არჩეულ ადმინისტრაციას, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი, როგორც უკვე აღვნიშნე ერთი თვეც არ არის დარჩენილი, როდესაც ბატონი ტრამპი ოფიციალურად გახდება ამერიკის პრეზიდენტი, ინაუგურაცია მოხდება და შესაბამისად, ჩვენ ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ უკვე ეტაპობრივად დაიწყება ახალ ადმინისტრაციასთან ძალიან ჯანსაღ გარემოში ყველა იმ გამოწვევაზე და პრობლემაზე საუბარი რაც შექმნა მოქმედმა ადმინისტრაციამ“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ეხმიანება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.
ანანიძის განცხადებით, ფინანსური სანქცია ბაიდენის ადმინისტრაციიდან, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანა და არა ფული.
„ფინანსური სანქცია ბაიდენის ადმინისტრაციიდან, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ქვეყანაა მნიშვნელოვანი და არა ფული,“- წერს ცოტნე ანანიძე.
არ დაუშვა ომი საქართველოში! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს! ჯერ ფაქტობრივად ახლა ფორმალურად დაასანქცირეს, - წერს „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში.
„არ დაუშვა ომი საქართველოში! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს! ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს !
ამისთვის ჯერ ფაქტობრივად ახლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს.
თუმცა ავიწყდებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში”, - წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ: ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა,- ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას.
“ბაიდენის მომაკვდავი ადმინისტრაციის მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დაჯილდოებულია საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულით.
უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ:
ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა;
საქართველოს ეკონომიკა განადგურებისგან გადაარჩინა;
ქვეყანას შეუნარჩუნა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
რა აღარ გააკეთა გლობალური ომის პარტიამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ფილანთროპის დაშანტაჟების მიზნით, რომ როგორმე ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო.
ჯერ შვეიცარიის ბანკში გაუყინეს ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის განკუთვნილი დიდი ფინანსური სახსრები და ლამის შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოშალეს.
ამ ვითომ ფინანსურ დავაში რაიმე გავლენას გამორიცხავდა ამერიკა. დღეს კი ქართველი მეცენატის დასანქცირების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს "კრედიტ სიუსთან" დავაში მოგებულ თანხას. რაც ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი, დიდი ფინანსური ქველმოქმედების სახით, უდიდესია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის აღდგენის ისტორიულ პროცესში.
შეჯამების სახით, რომ ვთქვათ ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელიც არსებობის ბოლო დღეებს ითვლის და სულს ღაფავს, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით ავნო არა საქართველოს სახელმწიფოს გადამრჩენელს, არამედ საკუთარ თავს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას. ზუსტად ეს ჯილდო აქვს მიღებული შარლ დეგოლს. ამით ყველაფერი ნათქვამია”, - წერს ლევან კოჭლოშვილი.
ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა და ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.
კახა კალაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება.
„სანქციებს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ დე-ფაქტოდ, ბიძინა ივანიშვილი ისედაც დასანქცირებული იყო, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკება გახსნა-არ გახსნის სტატუსით, ხან სანქციებით, ეს წარმოუდგენელია. მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მუქარებით და შანტაჟით, ეს უკვე ყველა ზღვარს ცდება. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობის დროს, მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო საქმიანობა აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას და ქართველ ხალხს და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენ, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელმაც 26 ოქტომბერს გამარჯვება მოვიპოვეთ და მივიღეთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ, რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება", - აცხადებს კახა კალაძე.
ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებულია.
„ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელის ამ წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით. ახლა შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან, რაღა ეშველება ოპოზიციას აღარ ვიცი. სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები ერთადერთი რამის გამო, ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან. სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ჯერ აამოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით, საბოლოოო ჯამში მათ გამოიცალეს ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება, თუმცა ასეც და ისეც, რეალურად არაფერი შეცვლილა. მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე, არაფერი განსაკუთრებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ოპოზიციის შეფასებას ეხმაურება.
როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიცია სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას ზეიმობს.
„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის:
ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების.
ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!
ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას რომ ზეიმობენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.