იტალიაში, რკინიგზის სახელმწიფო კომპანია Ferrovie dello Stato ფოტოვოლტური ელექტროსადგურის ასაშენებლად €1.3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
პირველ ეტაპზე, 2029 წლისთვის, დადგმული სიმძლავრე 1 გეგავატი იქნება, რაც კომპანიის მოთხოვნის 19%-ს დააკმაყოფილებს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტეფანო დონარუმი ვარაუდობს, ელექტროსადგურის მენეჯმენტს პარტნიორი ფირმა ჩაიბარებს. მისივე თქმით, კომპანია მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთანაც აწარმოებს, რათა პროექტისთვის ფინანსური მზაობა უზრუნველყოს. დონარუმა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინიციატივა Ferrovie dello Stato-ს პორტფელს გააფართოებს, რაც ინვესტორების მოძიებასა და წილების გაყიდვას უზრუნველყოფს.
პროექტის განვითარების გეგმის ნაწილი 2034 წლისთვის ელექტროსადგურის დადგმული მოცულობის 2.2 გიგავატამდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც რკინიგზის ელექტროენერგიის მოთხოვნის 35-40%-ს დააკმაყოფილებს.