The Guardian-ის ინფორმაციით, რომელიც თეთრი სახლის წყაროებს ეყრდნობა, ჯო ბაიდენი ნანობს, რომ წელს საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა არ მიიღო და მიაჩნია, რომ გასული თვის არჩევნებში დონალდ ტრამპს დაამარცხებდა.

მიმდინარე წლის ივლისში ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და დემოკრატიული პარტიის ახალ კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

ჰარისის კანდიდატურის დაწინაურებამ წინასაარჩევნო გამოკითხვებში პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ, ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცდა.

როგორც The Guardian წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი და მისი თანაშემწეები დამარცხებაში ჰარისის დადანაშაულებას ფრთხილად მოეკიდნენ, Washington Post-ის ინფორმაციით, ისინი მაინც ფიქრობენ, რომ შედეგი განსხვავებული იქნებოდა, ბაიდენს თავისი პოზიცია რომ დაეცვა და კანდიდატურა არ მოეხსნა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ჰარისის ბევრი მხარდამჭერი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ბაიდენმა კანდიდატურის მოხსნა ძალიან გვიან გადაწყვიტა, რამაც ვიცე-პრეზიდენტს ეფექტური კამპანიის წარმოებაში ხელი შეუშალა.

წტარო: ტაბულა