საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.
"გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნეს ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად" - წერია საელჩოს განცხადებაში
მუქარის ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და მოღალატეებად შემრაცხავ პოსტერებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში - ბრიტანეთის საელჩო
,,ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”- ჰელსინკის კომისია
,,სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება”- თალაკვაძე
,,აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება” - politico
ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
,,საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ” - გიორგი მსხილაძე