ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი პრემიერთან შეხვედრამდე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მხრიდან მისი პოზიციის დაფიქსირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს: „ჩემი პოზიცია საქართველოს ერთობაა“.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისულ ბიზნესმენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რაზე აპირებს ბიზნესმენი პრემიერთან საუბარს, რაზეც მან უპასუხა, რომ მთავრობასთან რჩევები ყოველთვის აქვს, თუმცა მათზე საუბარს წინასწარ არ აპირებს:

„რჩევები ბავშვობიდან მაქვს. რასაც ვურჩევ ყველაფერს გეტყვით, რომ გამოვალ.

- რა არის თქვენი პოზიცია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით?

ჩემი პოზიცია არის საქართველოს ერთობაა.

- წნეხის ქვეშ ხომ არ არის ბიზნესი?

ბიზნესი წნეხის ქვეშ ბოლო 12 წელია არ ყოფილა...

bm.ge