მიმდინარე წლის აგვისტოში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 5.2 პროცენტით გაიზარდა, საიდანაც ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი (8.7 პროცენტი) სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ჯგუფზე მოდის.
საქსტატის დეტალურ მონაცემებში პრეპარატების ფასების ცვლილებაცაა მოცემული.
ფასები გაზრდილია შემდეგი ჯგუფის პრეპარატებზე:
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - თითქმის 12%;
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 2%;
ანტიბიოტიკები - 14%;
ვიტამინები - 4%;
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 5%;
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - 9%.
ზოგადად კი, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.