ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში უნდა განთავსდეს დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპეციალიზებული დარბაზები ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის და ძალოსნობისთვის.
კომპლექსში უნდა მოეწყოს საჭადრაკო სივრცე, სამედიცინო ბლოკი, ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახები, სამზარეულო და სასადილო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება, ასევე, ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, კომპლექსში, პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სკულტურულ-შემეცნებითი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს მედიათეკას, უცხო ენების სწავლების, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის და სახელოვნებო სივრცეებს.
შენობაში უნდა განთავსდეს, ასევე, მცირე და მრავალფუნქციური დარბაზები, STEM-კლუბი, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სამუშაო ზონას გააერთიანებს.
პროექტი უნდა უნდა მოიცავდეს მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე ავტოსადგომის, საფეხმავლო გზების, წყალმომარაგების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს