The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Trump Organization თბილისში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახალ მასშტაბურ პროექტს გეგმავს — საუბარია დაახლოებით 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობაზე, რომელიც დასრულების შემდეგ შესაძლოა დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა გახდეს.
გამოცემის ცნობით, პროექტი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც განთავსდება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო სივრცეები და სასტუმროს ტიპის სერვისები. მშენებლობაში პარტნიორებად სახელდებიან ქართული კომპანიები და საერთაშორისო ინვესტორები.

ეს იქნება Trump Organization-ის დაბრუნება საქართველოს ბაზარზე, რადგან წარსულში კომპანიას ბათუმში Trump Tower-ის პროექტიც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ის არ განხორციელდა.
WSJ აღნიშნავს, რომ საქართველო ბოლო წლებში უცხოური კაპიტალის მოზიდვას აქტიურად ცდილობს, ხოლო მსგავსი მასშტაბის პროექტი შესაძლოა თბილისისთვის ახალი საინვესტიციო სიმბოლო გახდეს.