მედიკოსებვი და ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ 25-დან 39 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება უმოძრაო ცხოვრების წესი, ხანგრძლივი ჯდომა და ფიზიკური აქტივობის შემცირება.

ესტონეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ამ ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 30 ადამიანს ემართება ინფარქტი, ხოლო გულის დაავადების დიაგნოზი 13 000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს დასმული. შემთხვევების დაახლოებით 69 პროცენტი მამაკაცებზე მოდის.

ჩრდილოეთ ესტონეთის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგის, მარგუს ვიიგიმაას განცხადებით, მსგავსი ტენდენცია მხოლოდ ესტონეთში არ ფიქსირდება და ეს გლობალური პრობლემაა. ექიმის თქმით, ახალგაზრდები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან და ნაკლებად მოძრაობენ, რაც გულ-სისხლძარღვთა რისკებს ზრდის.
სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, დღის განმავლობაში ხშირად გაკეთდეს შესვენებები, მეტი დრო დაეთმოს ფეხით სიარულს, კიბეების გამოყენებას, ჯანსაღ კვებასა და რეგულარულ შემოწმებას. მათი შეფასებით, მაღალი წნევა კვლავ რჩება მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
უცხოური წყაროები:
- ERR News Estonia: https://news.err.ee/1609668264/cardiologist-sedentary-lifestyle-as-harmful-as-smoking
- World Health Organization (Cardiovascular diseases): https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cardiovascular-diseases-(cvds)
- European Society of Cardiology: https://www.escardio.org/The-ESC/Press-Office/Press-releases