საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2025 წლისთვის 41 331.3 კილომეტრი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1 597.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – 5 596.0 კილომეტრს, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34 137.9 კილომეტრია.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, პირველ ადგილზეა იმერეთი, 7 326.5 კილომეტრით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6 941.9 კილომეტრით. დანარჩენი რეგიონები კი ასე ნაწილდება: აჭარა – 5 128.3 კილომეტრი; კახეთი – 4 599.0 კილომეტრი; გურია – 3 925.1 კილომეტრი; ქვემო ქართლი – 3 524.6 კილომეტრი; სამცხე-ჯავახეთი – 2 813.0 კილომეტრი; მცხეთა-მთიანეთი – 2 174.6 კილომეტრი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2 157.8 კილომეტრი; შიდა ქართლი – 2 087.7 კილომეტრი; აფხაზეთი – 579.5 კილომეტრი; თბილისი – 73.3 კილომეტრი.