ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში -„ბიზნეს ინსაიდერი საქართველოკორუფციის რისკების აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებული დაზღვევის მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის პოზიცია კორუფციის მიმართ მკაფიო დაყველასთვის ცნობილია. მისი თქმით, კორუფცია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელიფაქტორია, რის გამოც ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელება თავიდანვე იყოს გამორიცხული.

რევაზ სოხაძის განმარტებით, ამ მიმართულებით ყველაზე ეფექტიანი პრევენციული მექანიზმიაგამჭვირვალობა და სწორი სატენდერო პროცედურების დანერგვა, რისთვისაც ბოლო პერიოდშიმნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული პროცედურა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. გვაქვსაქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ვზრუნავთ მათ ჩართულობაზე. პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობსხარჯთეფექტურობაზე და ჩვენთვის პრინციპულია, რომ სახელმწიფო არ იხდიდეს ზედმეტად მოქალაქეებისფულს. კარგად გვესმის, რა ღირს პროდუქტის შექმნა ბაზარზე და მზად ვართ გადავიხადოთ რეალური ფასი. როდესაც სისტემა არაჯანსაღია, იზრდება როგორც კორუფციული გარიგებების, ასევე არახარისხიანიპროდუქტისა და მშენებლობების რისკი. სწორედ ამიტომ, ფასებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგამნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევქმენითახალი სისტემა, რომლის ფარგლებში ფასების დადგენა ახალი წესით ხდება და საბოლოოდ რეალურმაჩვენებლებზეა დაფუძნებული“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, სამშენებლო სფეროში ქვეყანა დღემდე ოპერირებს 1980-იანი წლების ნორმებით. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა მომავალი წლიდან საქართველო ეტაპობრივად გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილშიც.

აქტიურად ვმუშაობთ საგზაო კანონმდებლობაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარვუდგენთ. ყველა ეს ცვლილება ერთობლიობაში ქმნის სისტემის გაჯანსაღების საფუძველს. მშენებლობის პროცესითავიდან ბოლომდე უნდა იყოს გამჭვირვალე და დაზღვეული კორუფციული რისკებისგან. ჩვენი მთავარიმიზანია, მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი“ - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა პროექტირების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ შეიცვალა დიზაინბილდის პრინციპით ტენდერების გამოცხადების პრაქტიკა, რომელიც არაეფექტიანიიყო. მისი თქმით, უკვე ჩატარებულია დაახლოებით 50 არქიტექტურული კონკურსი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, რაც ასევე, ხელს უწყობს ქართული არქიტექტურული სკოლის განვითარებასაც.

ჩვენი მიზანია, მივიღოთ კარგად დამუშავებული და ხარისხიანი პროექტები, რომლებიც მშენებლებს გადაეცემათ ისე, რომ შემდგომში არ საჭიროებდეს არსებით ცვლილებებს. ეს წარსულში ხშირად იწვევდავადების გაწელვას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მისთვის განსაზღვრული ბიუჯეტისფარგლებში მიიღოს ხარისხიანი შედეგი -ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“ -განაცხადაინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.