დეკემბერში საპენსიო ფონდის პორტფელებმა პოზიტიური შედეგები აჩვენეს, რასაც ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ, ისე ადგილობრივი აქტივების სტაბილურად მაღალმა შემოსავლიანობამ.
დეკემბერში სამივე პორტფელმა თითქმის თანაბარი, 0.9%-ზე მაღალი შედეგი აჩვენა.
2025 წელი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. პორტფელებს შორის დინამიკური პორტფელი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა, თუმცა, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემოსავლიანობაც საკმაოდ მაღალი იყო:
- დინამიკური – 15.2%;
- დაბალანსებული – 13.3%;
- კონსერვატიული – 11.8%.
ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.2%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.1% და 11.8%-ს შეადგენს.
დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული შემოსავლიანობა 2.2 მილიარდ ლარს აღემატება.
ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.