TBC Capital-ის ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქართველოში გენერაცია თითქმის 10%-ით 6626 გვტ.სთ-მდეა შემცირებული. ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 11.2%-ით 1343 გვტ. საათამდე შემცირდა. უშუალოდ ჰესების გამომუშავება 2024 წლის ივნისთან შედარებით 12%-ით 1328 მგვტ.სთ-მდეა შემცირებული.
გამომუშავების პარალელურად შემცირდა მოხმარებაც. ივნისში ქვეყანამ 3.5%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა. საცალო მოხმარება 619 გვტ. საათს გაუტოლდა, რაც 4%-იანი კლებაა წლიურ ჭრილში, მსხვილმა მომხმარებლებმა 298 გვტ. საათი მოიხმარეს (2%-ით მეტი), ხოლო აფხაზეთის მოხმარება 11%-ით 143 გვტ. საათამდე შემცირდა.
ივნისში მოხმარების შემცირების მიუხედავად, 2025 წლის 6 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 2%-ით არის გაზრდილი.