საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთისა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი გზის 0.9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე 5.3 კმ-ს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, არსებული გზა გრუნტოვანი საფარით არის და ნალექის დროს მასზე გადაადგილება რთულდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის:
- სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა;
- არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა;
- გზასთან მიერთებებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა;
- საგზაო ნიშნების განთავსება;
- სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.