საქართველოში სტიქიური რისკები შემთხვევითი აღარ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს წლიური გეოლოგიური ბიულეტენები, მედიის ქრონიკა და სახელმწიფო პროგრამების მონაცემები აჩვენებს, რომ მეწყერი და წყალმოვარდნა ყოველწლიურ პრობლემად იქცა, ხოლო მთავარი ხარჯი სწორედ არა პრევენცია, არამედ დაგვიანებული რეაგირებაა. თუ პრევენცია ძვირია, მაშინ რამდენი ჯდება ის, რაც ყოველ ჯერზე სტიქიის შემდეგ იხარჯება? ვიცი, რომ ბიუჯეტი იხარჯება მას შემდეგ, რაც სახლი ინგრევა, გზა იკეტება, სოფელი წყალში დგება ან ოჯახი საცხოვრებელს კარგავს.

ვეცადეთ დაგვეთვალა რა გვიჯდებ უმოქმედობა?

ბოლო 3 წლის სურათი (2023–2025)

ოფიციალური და მედიაში დადასტურებული შემთხვევების მიხედვით:

2023

  • შოვის ტრაგედია — 32 დაღუპული, განადგურებული ინფრასტრუქტურა, მასშტაბური სამაშველო ოპერაცია.
  • გურია, იმერეთი, აჭარა — წყალდიდობები და მეწყრული პროცესები.
  • დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარებები, განსახლების დაპირებები.

2024

  • დასავლეთ საქართველო და მთიანი რეგიონები — მრავალჯერადი დატბორვა, სოფლის გზების დაზიანება, ხიდების ჩარეცხვა.
  • მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდებიდან საგანგებო ხარჯები.

2025

  • რამდენიმე მუნიციპალიტეტზე დამატებითი სტიქიური დახმარება გავრცელდა — ოფიციალურად საუბარია ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, სერვისების დაბრუნებასა და თემების მხარდაჭერაზე.

რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა?

საჯარო წყაროებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენების მიხედვით, ბოლო 3 წელში მინიმუმ დაფიქსირდა:

  • 100+ მეწყრული შემთხვევა (აქტიური/განახლებული პროცესები)
  • 150+ დატბორვა/წყალმოვარდნა/ღვარცოფი რეგიონებში
  • ათობით ევაკუაცია და დაზიანებული სოფელი

ანუ საერთო ჯამში 250-ზე მეტი სერიოზული ბუნებრივი საფრთხის შემთხვევა.

(რეალური რიცხვი სავარაუდოდ მეტია, რადგან მცირე შემთხვევები ხშირად სრულად არც ფიქსირდება საჯაროდ.)

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის ოფიციალური ბიულეტენის მიხედვით, მხოლოდ ერთ წელიწადში სააგენტოს სპეციალისტებმა მოამზადეს:

  • 886 საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიში.
  • შეფასდა 1,545 დასახლებული პუნქტი.
  • 3,972 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
  • 105 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა კატასტროფა იყო, მაგრამ ნიშნავს, რომ საფრთხის მასშტაბი ძალიან ფართოა.

დამატებით, 2025 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევაში, რომელიც სწორედ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა, წერია, რომ საქართველოში 1995–2024 წლებში მეწყრების საშუალო წლიური რაოდენობა 581, ხოლო ღვარცოფების/წყალმოვარდნის ტიპის პროცესების საშუალო რაოდენობა 141 იყო.

ანუ საშუალოდ წელიწადში:

  • 581 მეწყერი.
  • 141 წყალმოვარდნა/ღვარცოფი.

ბოლო 3 წლის ჭრილში ეს ნიშნავს დაახლოებით: 1,743 მეწყერს, 423 წყალმოვარდნას/ღვარცოფს. ჯამში: დაახლოებით 2,166 სტიქიურ პროცესს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საშუალო მაჩვენებელი — ცალკეულ წლებში მეტიც ყოფილა.

რა უჯდება ეს სახელმწიფოს, ანუ, ბიუჯეტს, ანუ, ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ბიუჯეტს ვავსებთ?

1. განსახლება და კომპენსაციები

საშიში ზონიდან ოჯახის გაყვანისას მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში 30,000 ლარზე მეტს არ სთავაზობენ.

თუ ბოლო 3 წელში მხოლოდ 500 ოჯახი გადავიყვანეთ ან კომპენსაცია მივეცით: 500 × 30,000 = 15,000,000 ლარი.

თუ ნაწილი ადგილზე დარჩა და ნაწილობრივი კომპენსაცია მიიღო, თანხა მაინც მილიონებში გადის.

2. ინფრასტრუქტურა

მეწყერი და წყალმოვარდნა აზიანებს:

  • გზებს.
  • ხიდებს.
  • ნაპირსამაგრ ნაგებობებს.
  • წყალმომარაგებას.
  • ელექტრო ხაზებს.
  • სოფლის შიდა გზებს.

მხოლოდ flood resilience პროექტებზე საერთაშორისო პროგრამებში მილიონებია ჩადებული. საქართველოში მსგავსი ზიანის აღმოფხვრა ბოლო 3 წელში რეალისტურად შეიძლება შეფასდეს: 60–90 მილიონი ლარი

3. საგანგებო რეაგირება

  • მაშველები.
  • მძიმე ტექნიკა.
  • ვერტმფრენები.
  • პოლიცია.
  • დროებითი თავშესაფრები.
  • საწვავი.
  • ლოჯისტიკა.

მხოლოდ შოვის ტრაგედიაზე ასობით ადამიანი იყო მობილიზებული, 200-ზე მეტი ევაკუირდა, კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია. 

3 წელზე კონსერვატიული შეფასება: 12–20 მილიონი ლარი

4. ეკონომიკური გვერდითი ზარალი

  • ტურიზმის ჩავარდნა.
  • მოსავლის დაკარგვა.
  • ბიზნესის გაჩერება.
  • ქონების გაუფასურება.
  • მოსახლეობის გადასახლების სოციალური ხარჯი.

ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს 25–50 მილიონი ლარად

ჯამური ფასი ბოლო 3 წელში

მიმართულება თანხა
კომპენსაციები / განსახლება 15 მლნ
ინფრასტრუქტურა 60–90 მლნ
საგანგებო რეაგირება 12–20 მლნ
ეკონომიკური ზარალი 25–50 მლნ

მინიმუმ, 112 მილიონი ლარი. მაქსიმუმ,  175 მილიონი ლარი.

ახლა შევადაროთ პრევენციას

თუ 100 ყველაზე საშიშ წერტილზე დავაყენებთ მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემას, თითო პუნქტი საშუალოდ 70,000 ლარი: 100 × 70,000 = 7 მილიონი ლარი. ანუ: პრევენცია შეიძლება 7 მილიონი დაჯდეს. გამოდის, რომ  უმოქმედობა უკვე 112–175 მილიონი ლარი გვიჯდება. 

სახელმწიფო ხშირად ამბობს, რომ:

  • სენსორები ძვირია
  • მონიტორინგი რთულია
  • სისტემა ფინანსურად მძიმეა

მაგრამ მერე ფული იხარჯება:

  • კომპენსაციებზე
  • გზების აღდგენაზე
  • კომისიებზე
  • ტექნიკის მობილიზებაზე
  • ბიუროკრატიაზე
  • დაგვიანებულ დახმარებაზე

ანუ ფული იხარჯება მაინც, უბრალოდ გვიან.

ბევრი მოქალაქე ცხოვრობს საფრთხის ზონაში ისე, რომ:

  • არ იცის რისკის დონე
  • არ აქვს SMS გაფრთხილება
  • არ იცის ევაკუაციის მარშრუტი
  • არ იცის სახლი როდის შეიძლება წავიდეს ფერდობთან ერთად

ანუ ადამიანი შეიძლება საფრთხეში ცხოვრობდეს ისე, რომ ეს სახელმწიფომ იცოდეს, თვითონ კი არა.

დასკვნა:

უმოქმედობა საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მიმართ უკვე ათეულობით მილიონი ლარი ღირს... და ეს მხოლოდ ფულადო ზარალია. ადამიანური დანაკარგი ცალკეა და შეუფასებელია.

თუ რისკები ცნობილია, რუკებიც არსებობს და ბიულეტენებიც ყოველწლიურად იწერება, მაშინ მთავარი კითხვა ასეთია: რატომ ვიხდით ყოველთვის ტრაგედიის შემდეგ? ხომ არ სჯობს პრობლემაზე, საფრთხეზე, რისკის მართვაზე, წინსწრებით დავიხარჯოთ?

წყაროები:

გარემოს ეროვნული სააგენტო – 2023 ბიულეტენი
https://nea.gov.ge/En/News/1253

გარემოს ეროვნული სააგენტო – გეოლოგიის დეპარტამენტი
https://nea.gov.ge/En/Departments/Geology

1995–2024 სტატისტიკური კვლევა (მეწყერი/ღვარცოფი)
https://openlibrary.ge/bitstream/123456789/10789/1/9_Conf_MPG_2025.pdf

UNDP / PreventionWeb – სტიქიური მდგრადობის პროექტები
https://www.preventionweb.net/news/channelling-safer-future-how-georgia-engineering-climate-resilient-future-safe-floods

შოვის ტრაგედიის ფაქტები
https://en.wikipedia.org/wiki/2023_Shovi_landslide