ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს. გამოძიების დაწყების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს ეროვნულმა ბანკმა მიმართა.
TSQ Investment Group მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებულ შემოსავალს სთავაზობს. პლატფორმის საქმიანობაში, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ათასობით მოქალაქეა ჩართული.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მომხმარებლებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლატფორმის მომხმარებლებს საკუთარი თანხების გატანა აღარ შეუძლიათ.
საგამოძიებო უწყებას ამ ეტაპზე გამოძიების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.