საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, მოქმედი პოლისების რაოდენობამ 151 835 ერთეული შეადგენდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მცირედით გაზრდილია (2024 წელს 138 219 იყო)

ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2025 წელს ამ მიმართულებით სულ 296 მლნ ლარის პრემიები მოიზიდეს.

შესაბამისად, საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ერთი ავტომობილის დაზღვევის პრემიის საშუალო ღირებულება დაახლოებით 1950 ლარი, ანუ თვეში 162 ლარი.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“, „ალდაგს“  და „ჯიპიაის“ უჭირავს.